|
2016-07-07 09:31:33, 601 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ჯონ კერის ვიზიტი ხელშესახები შედეგებით დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებისას თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ვიზიტი შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ჯონ კერის ვიზიტ ხელშესახები შედეგით დასრულდა: „ჩვენ გვქონდა ძალიან სასარგებლო დიალოგი გუშინ და ეს ვიზიტი დასრულდა ხელშესახები ძალიან კონკრეტული შედეგებით. რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშნელოვანია. ეს ვიზიტი არის დადასტურება ძლიერი მხარდაჭერის და მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ. რაც კიდევ ერთხელ არის დადასტურება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის. შედეგები, რომელზეც მოგახსენეთ ეს არის მემორანდუმი, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ, რაც ახალ ჩარჩოს ქმნის ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. ესაა მემორანდუმი ასევე განათლების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც ჰულბრაითის პროგრამის მიხედვით აორმაგებს ქართველი სტუდენტების რაოდენობას, რომლებსაც ექნებათ საშუალება ამერიკის შეერთებულ შტატებსი მიიღონ განათლება. მნიშვნელოვანი პროგრამაა იუსეიდის დაფინანსებით „ზრდა“, რომელიც ფოკუსირებულია კონკრეტულად საოკუპაციოხაზის გასწვრივ დასახლებებში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებაზე, რის შედეგადაც საბოლოო ჯამში 2000 დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ასევე, 11 000 ოჯახს შეეხება ეს პროგრამა. ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი შედეგი, რომლითაც ეს ვიზიტი დასრულდა და მინდა მოგილოცოთ ყველას ეს შედეგი“, - განაცხადა პრემიერმა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)