|
2016-07-06 22:51:16, 657 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა გადადგომისთვის მზადყოფნას აცხადებს
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა გადადგომისთვის მზადყოფნას ადასტურებს. ის დატოვებს პოსტს, თუ ხალხი ამას მოინდომებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო "სპუტნიკი" ავრცელებს. როგორც სააგენტო იუწყება, დეფაქტო ხელისუფლების მხარდასაჭერ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას ხაჯიმბამ განაცხადა, რომ თუ ხალხი მოინდომებს მის გადაყენებს, ის დათანხმდება, მაგრამ თუ ასე არ იქნება ის იბრძოლებს "ნეგატივის წინაამდეგ". „ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი ხალხის გასაერთიანებლად, რათა შეგვექმნა პირობები რეალური გადაწყვეტილებისთვის სახელმწიფოს მეთაურის ბედთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც არ იყო საჭირო. ახლა აყენებენ საკითხს, რომ საჭიროა რეფერენდუმის გაუქმება. რეფერენდუმი ჩატარდება. ვიმეორებ, თუკი თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ხაჯიმბამ დატოვოს თანამდებობა, მე დავთანხმდები. თუკი ასე არ იქნება, ბოლომდე ვიბრძოლებ ამ ნეგატივის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არსებობს. მე ვერავინ შემაშინებს“, - განაცხადა ხაჯიმბამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)