|
2016-07-06 15:44:41, 925 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე: სასამართლო ხელისუფლებას სჭირდება ტრანსფორმაცია - ძირეული, მყისიერი, ფართომასშტაბიანი რეფორმა
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ და პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სასამართლო რეფორმის მიმდინარეობა და იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არსებული ხარვეზები განიხილეს. როგორც პრეზიდენტის სასახლეში, შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, სასამართლო ხელისუფლებას სჭირდება ტრანსფორმაცია, ანუ ძირეული, მყისიერი, ფართომასშტაბიანი რეფორმა და არამარტო რაღაც ინსტიტუტების და მექანიზმების შეკეთება. „ტრანსფორმაცია არ ხდება და ძალიან ვწუხვართ, რომ მესამე ტალღის განხორციელება და მისი მიღება პარლამენტის მიერ შეჩერდა. პრობლემა იმაშია, რომ სასამართლოში შესაძლებელია დაინიშნონ ოდიოზური ფიგურები, დაინიშნონ არასწორად, არამართებულად და ეს ბუნებრივია, კითხვებს ბადებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების სანდოობას", - აღნიშნა ანა დოლიძემ. საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ტრადიციულად აქვს მაღალი ინტერესი სასამართლო რეფორმების და არსებული ხარვეზების მიმართ და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, იმას რომ სასამართლო რეფორმა არ არის ერთ-ერთი რიგითი რეფორმა, ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)