|
2016-07-06 14:23:57, 615 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს ძალიან ღირსეული ადამიანი დაიკავებს
არჩილ ხაბაძე რჩება ჩვენს გუნდში, - აღნიშნული განცხადებით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აჭარის მთავრობის თავჯდომარის თანამდებობიდან არჩილ ხაბაძის გადადგომის საკითხს გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ახალ ამპლუაში განაგრძობს მუშაობას „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად ქვეყნისა და აჭარის რეგიონის საკეთილდღეოდ. „ჩვენთვის არჩილ ხაბაძის გადადგომა მოულოდნელი არ ყოფილა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გუნდში წარიმართებოდა კონსულტაციები. ამ კონსულტაციების საფუძველზე იყო სწორედ ეს გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება ბატონი არჩილის მომავალ პოზიციას, ამასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები. ის რჩება ჩვენს გუნდში, როგორც თავადვე განაცხადა",-აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, კონკრეტულად თუ რომელ პოზიციაზეა საუბარი, ამის შესახებ მოგვიანებით გაცხადდება. პარტიის აღმასრულებელი მდივანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მომავალი თავმჯდომარის დამტკიცების საკითხსაც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას" სრული რესურსი აქვს იმისათვის, რომ უმაღლეს საბჭოში დამტკიცდეს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა და ეს პროცესი უახლოეს დღეებში აუცილებლად დასრულდება კონკრეტული შედეგით. „ რაც შეეხება ახალ კანდიდატურას, ეს არის კონკრეტული უმაღლესი თანამდებობის პირების პრეროგატივა. აქედან გამომდინარე ვერ ვაკეთებთ ჯერჯერობით კომენტარს კონკრეტულ გვართან დაკავშირებით, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ღირსეული ადამიანი დაიკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)