|
2016-07-06 13:25:56, 667 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ მორიგი სხდომა გამართა
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ მორიგი სხდომა გამართა, სადაც მთავარი საკითხად ქვეყანაში სამედიცინო დახმარების ხარისხის პრობლემა განიხილეს. გართიანებაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში სამედიცინო დახმარების ხარისხის ამაღლების მისაღწევად აუცილებელია უკვე არსებული სალიცენზიო პირობების მკაცრი მონიტორინგი, ხოლო რიგ შემთხვევებში ,ზოგიერთ დარგებში, ლიცენზირების ახალი პირობების მიღებაც. სხდომაზე ექიმთა სერთიფიცირების პროცესის გამკაცრებაზეც ისაუბრეს. რაც ერთ - ერთი წინაპირობა იქნება სამედიცინო დახმარების ხარისხის ასამაღლებლად. ამ პროცესში კი მთავარი როლი სწორედ დარგობრივმა პროფესიულმა ასოციაციებმა უნდა შეასრულოს . სხდომაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის პრეზიდენტსაც მოუსმინეს, რომელმაც გართიანების წევრებს, მათი წევრი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ექიმებთან მუშაობისა ეთიკის პრინციპები გააცნო. გაერთიანების წევრთა აზრით აუცილებელია, რომ ყველა ფარმაცევტულმა კომპანიამ იხელმძღვანელოს და დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკის ნორმები.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)