|
2016-07-06 11:07:30, 688 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა მუსლიმ პატიმრებს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მუსლიმ მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მინისტრმა მათ მშვიდობა და წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველოში ყოველთვის მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყნის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. „გულითადად ვიზიარებ თითოეული მუსლიმი პატიმრის სიხარულს, რომელიც უკავშირდება რამადან ბაირამის დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას, თქვენს ოჯახებთან და ძვირფას ადამიანებთან დაბრუნებას. ისლამური რელიგია წარმოადგენს საქართველოს ისტორიისა და მრავალფეროვანი კულტურის განუყოფელ ნაწილს და დარწმუნებული ვარ, მომავალში გექნებათ შესაძლებლობა, განაგრძოთ საკუთარი წვლილის შეტანა მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საზოგადოების განვითარების საქმეში“, -განაცხადა კახა კახიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)