|
2016-07-05 21:59:59, 1484 ნახვა
მსოფლიო
FBI: ჰილარი კლინტონი საიდუმლო ინფორმაციას უკიდურესად დაუდევრად ეპყრობოდა
ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ პერსონალური ელექტრონული ფოსტის გამოყენების საქმის გამოძიება დაასრულა. ამერიკელი გამომძიებლების დასკვნაში ნათქვამია, რომ ჰილარი კლინტონი საიდუმლო ინფორმაციას უკიდურესად დაუდევრად ეპყრობოდა. ამის მიუხედავად, გამოძიების ფედერალური ბიურო იუსტიციის სამინისტროს მიმართავს რეკომენდაციით, ჰილარი კლინტონს ბრალი არ წაუყენონ. უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არსებული ინფორმაცია ამტკიცებს, რომ ჰილარი კლინტონმა უსაფრთხოების წესდება დაარღვია, თუმცა ეს განზრახ არ ჩაუდენია. “იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვერ ვოპივეთ მკაფიო მტკიცებულებები, რომ სახელმწიფო მდივან კლინტონსა და მისმა კოლეგებს განზრახული ჰქონდათ საიდუმლო ინფორმაციასთან მიპყრობის წესების მარეგულირებელი კანონების დარღვევა, არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ ისინი მუშაობისას უკიდურესად დაუდევრად ეპყრობოდნენ ძალიან მნიშვნელოვან საიდუმლო ინფორმაციას”, - განაცხადა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ. გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი 2 ივნისს დაკითხეს. დაკითხვა თითქმის სამ საათს გაგრძელდა. ცნობისთვის, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნის დროს ჰილარი კლინტონის მიერ ელექტრონულ მიმოწერასთან დაკავშირებით სკანდალი 2015 წლის მარტში აგორდა. მალევე მან თავისი მიმოწერის გასაჯაროების პირობა დადო. სექტემბერში კი ბოდიში მოიხადა, რომ პირად საფოსტო სერვერს სამსახურეობივი მიმოწერისთვის იყენებდა. ინფორმაციისთვის, აშშ-ის ფედერალური კანონი დოკუმენტაციის შესახებ ავადებულებს თანამდებობის პირს, სამსახურეობრივი მიმოწერა სამსახურეობრივი ელექტრონული სერვერიდან აწარმოოს და კორესპონდენცია არქივს გადასცეს, რადგან ის სახელმწიფო საკუთრებად ითვლება.
გახარია: ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთ ოპოზიციურ პარტიასაც კი ვერ აიტანა
ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი 1000 ლარით დააჯარიმეს
მაჭავარიანი- ხელისუფლება იცავს ყველაფერს, რაც ქართულ გენეტიკაშია კოდირებული
რეზო გიგინეიშვილმა მხარი დაუჭირა სინდისის პატიმარ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)