|
2016-07-05 19:31:16, 565 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ხვალ ჯონ ქერი ეწვევა
6-7 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უხელმძღვანელებენ. აღნიშნული ქარტია მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, დემოკრატიისა და მმართველობის, ასევე ხალხთაშორისი კავშირებისა და კულტურის სფეროებში. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება სახელმწიფო მდივნის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)