10:35 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 14:12:37, 785 ნახვა

პოლიტიკა
წერეთელი: მე არ ვაგებ, ვიგებ ან ვსწავლობ

„ეს საკითხი როგორც ერთ-ერთი ქრისტომათიული მაგალითი შევა ეუთო-ს ისტორიაში, ან შეიძლება სხვაგანაც თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება ქვეყანაში, როდესაც ასეთი ვითარებაა“,-ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი  „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ  სხვა კანდიდატისთვის ხმის მიცემას.

როგორც წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, დღევანდელმა კენჭისყრამ ყველას დაანახა თუ რამდენად რეალური იყო მისი მოგება.

„ჩემთვის მთავარია, რომ ეუთო-ს ასამბლეა წარმატებით დასრულდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-ს ასამბლეამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ქვეყნისთვის ეს იყო კარგი ამბავი, თუმცა შეიძლება ყოფილიყო უკეთესიც. სამწუხაროა, რომ სახელისუფლებო გუნდმა სხვანაირად იფიქრა. მე არ დავიწყებ საქმის გარჩევას, არავის გავუსწორებ ანგარიშს და ეტაპობრივად გარკვეულ  შეფასებებს გავაკეთებ“,-განაცხადა გიგი წერეთელმა.

ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის  ვიცე-პრეზიდენტის თქმით, დღევანდელმა კენჭისყრამ მას ბევრი რამე ასწავლა, რასაც ის მომავალში აუცილებლად გამოიყენებს.

„ვისწავლე ბევრი რამ, მათ შორის საკუთარი ხელისუფლების სახელისუფლებო პარტიისგან და ვეცდები,რომ ეს ნასწავლი მომავალში გამოვიყენო. გაიმართა მეორე ტური და ვიცოდი, რომ საკმაოდ რთული იქნებოდა. დიდი მხარდაჭერა მქონდა, თუმცა სამწუხაროდ ბევრმა ჩემმა მხარდამჭერმა ამერიკის, გერმანიის და სხვა ქვეყნის დელეგაციებიდან გუშინ დატოვეს საქართველო. ვთვლი, რომ ამან იმოქმედა შედეგებზე. გამოვხატე ჩემი განწყობა. მინდა კანდიდატებს მივულოცო. ჩემი დღევანდელი გამოსვლა დავამთავრე საყვარელი ფრაზით: „მე არ ვაგებ, ვიგებ ან ვსწავლობ“,-განაცხადა გიგი წერეთელმა.

ასამბლეის პრეზიდენტი ავსტრიის წარმომადგენელი რისტინე მუტონენი გახდა. მას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. რაც შეეხება საქართველოს კანდიდატს გიგი წერეთელს, მან 73 ხმა დააგროვა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics