|
2016-07-05 13:11:05, 629 ნახვა
პოლიტიკა
წერეთელი: მიღებული რეზოლუცია საქართველოს რეგიონებში პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რეზოლუციის "კონფლიქტები საქართველოში" მიღება დიდი წარმატებაა და კმაყოფილი ვარ, რომ ეს რეზოლუცია გავიდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ყველა პუნქტი დაცული იყო და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში მაქსიმალურად იქნება წარმოდგენილი. "ამ დოკუმენტის მიღება ძალიან ბევრს ნიშნავს საქართველოსთვის. გვექნება მეტი ყურადღება და მეტი ჩართულობა ეუთო-ს წარმოამდგენლობის მხრიდან. ეუთო გაცილებით მეტს გააკეთებს საქართველოსთვის, რომ ჩვენ უფრო მეტი შევძლოთ დეოკუპაციის, ანექსიის პრობლემების მოსაგვარებლად. ასევე, დევნილების დაბრუნება საქართველოში არის მთავარი თემა. ის რაც დღეს ხდება, ეს არის ეუთო-ს პრინციპების დარღვევა. სწორედ ამისთვის შეიქმნა აღნიშნული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს რეგიონებში პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა გიგი წერეთელმა. შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ, დავით უსუფაშვილის მიერ წარმოდგენილი რეზოლუცია "კონფლიქტები საქართველოში" მიიღო. რეზოლუციას მხარი რუსეთის ფედერაციამ არ დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)