|
2016-07-05 13:09:20, 715 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში დიდი ლილოს გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დიდ ლილოში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოები დიდი ლილოს სხვადასხვა ქუჩაზე: სკოლის, აკაკი წერეთლის, არჩილ მეფის, კოსტავას და ნიავის ქუჩებზე, ასევე სასაფლაოს გზაზე განხორციელდა. მათივე ცნობით, დიდი ლილოს ტერიტორიაზე, ასევე, მოწყო ახალი სპორტული მოედანი. ივლისის თვეში კი ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყება. სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, სამგორის რაიონის გამგებელ გიორგი ბაგრტიონთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. თბილისი მერმა და სამგორის გამგებელმა მოსახლეობას მიმდინარე პროექტები გააცნეს და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრნენ. „სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ვახორციელებთ მათი მიმდინარეობის მონიტორინგს. კონკრეტულად ამ დასახლებაში ხუთ ქუჩაზე გზა დაიგო, მოეწყო ორი სათამაშო მოედანი და სკვერი, რითაც მოსახლეობა კმაყოფილია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მთელი ზაფხულის განმავლობაში განხორციელდება როგორც საგზაო, ასევე სკვერებისა და ბავშვთა სათამაშო მოედნების მოწყობის სამუშაოები. ამას გარდა კეთდება საყრდენი კედლები და მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში"- განაცხადა დავით ნარმანიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)