|
2016-07-05 11:55:33, 717 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში გუდამაყრის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გუდამაყრის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები უნდა დაიწყოს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაო პროცესში, საკანალიზაციო ქსელთან დაკავშირებული სირთულეების გამო, სამუშაოების პროცესი გახანგრძლივდა. მათივე ინფორმაციით, საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად სარემონტო სამუშაოებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რამდენიმე დღის განმავლობაში აწარმოებს. ამის შემდეგ, სანიაღვრე ქსელზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, ამ დროისათვის, გუდამაყრის ქუჩის ზედა ნაწილზე უკვე დაიწყო ასფალტის საფარის დაგება. სამუშაოების მიმდინარეობას ნაძალადევის რაიონის გამგებელი და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელები ადგილზე აკვირდებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)