|
2016-07-05 11:01:31, 674 ნახვა
საზოგადოება
დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა
დარიალის ხეობაში საგზაო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა იზღუდება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 – 7 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი რაოდენობის ნალექი, რამაც მეწყერული და ღვარცოფული პროცესები შეიძლება განაპირობოს. აღნიშნული პროგნიზის გათვალისწინებით, შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება დარიალის ხეობაში, საგზაო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. მოძრაობა აღდგება მას შემდეგ, რაც შესაბამისი კომპეტნციის უწყებები მეტეოროლოგიური და გეოლოგიური თვალსაზრისით გამორიცხავენ აღნიშნული რისკების დადგომის შესაძლებლობას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)