|
2016-07-04 23:14:32, 638 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ვარშავის სამიტიდან დავბრუნდებით უფრო დაცული ქვეყანა
"ჩვენ დავბრუნდეთ ვარშავადან უფრო დაცული ქვეყანა" - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მათ პრეზიდენტთან მოსამზადებელი შეხვედრა ჰქონდათ და დაიგეგმა ის 2 დღე, რომელიც ქართულმა დელეგაციამ ვარშავაში უნდა გაატაროს. ამასთან, ხიდაშელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო ნატოს წევრობას არ ელოდება. ”დელეგაციის წევრებს, ვინც ვარშავაში მივემგზავრებით, გვქონდა მოსამზადებელი შეხვედრა პრეზიდენტთან. მოლოდინი არის ის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ვარშავადან უფრო დაცული ქვეყანა. ნატოს წევრობა სწორედ ამიტომ გვინდა. ვარშავის სამიტზე ჩვენ წევრობას არ ველოდებით და პარტნიორებისგან ველოდებით, რომ ყველა შესაძლებლობა იყოს უფრო მაღალ დონეზე წარმოდგენილი და საქართველოს დაცულობის ხარისხი გაუმჯობესდეს”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)