|
2016-07-04 19:07:24, 653 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე დარკო პაიოვიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მიზნით ეწვია. გიორგი მარგველაშვილმა მონტენეგროს კიდევ ერთხელ მიულოცა ნატო-ში გაწევრიანების მიწვევის მიღება და გლობალური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით გაწეულ მუშაობაში წარმატებები უსურვა. მხარეება ისაუბრეს იმ საერთო საკითხებზე, რომელიც საქართველოსა და მონტენეგროს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე გააჩნია. როგორც ქართულმა მხარემ განაცხადა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ევროინტეგრაციის პროცესში მონტენეგროს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციული პროცესების გამოცდილების გაზიარება. მონტენეგრო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს როგორც ნატო-ში ინტეგრაციის ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. შეხვედრისას განიხილეს საქართველოს დელეგაციის ვარშავის სამიტისათვის მზადების საკითხი და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა. შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)