|
2016-07-04 17:10:07, 688 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: რაც წერეთლის კანდიდატურასთან დაკავშირებით ხდება, პოლიტიკური მაზოხიზმის ნიშნების შემცველია
„რაც კი გიგი წერეთლის კანდიდატურასთან დაკავშირებით ხდება, არის მაზოხიზმის ნიშნების შემცველი და არის ძალიან სამარცხვინო“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მან სამარცხვინო უწოდა ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებულ ამბებს, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ მას მიუთითეს, რომ სწორი არ იყო. „ეუთო-ს საპარლანებტო ასამბლეის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშორებით რაც ხდება, მე ვუწოდე სამარცხვინო. მოგვიანებით კოლეგებმა „ქართული ოცნებიდან“ მიმითითეს, არ იყავი სწორიო. ვაღიარებ, არ ვიყავი სწორი, რადგან რაც დრო გადის, უფრო მივხვდი, რომ ის, რაც ხდება, არის არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ თავის მომჭრელი, პოლიტიკური მაზოხიზმის ნიშნების შემცველიც და კიდევ ათასი უბედურება”, - აღნიშნა უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურა „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა. გიგი წერეთელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც და პარტიული კუთვნილების მიუხედავად, იგივე მოუწოდა ეუთოში საქართველოს დელეგატებს. რაც შეეხება საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას, ისინი წერეთლის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)