|
2016-07-04 14:33:55, 631 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან ვიგენინი: კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ხალხისთვის გადაადგილება უნდა გამარტივდეს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ბულგარეთის დელეგაციის თავმჯდომარის, კრისტიან ვიგენინის განცხადებით, რეზოლუცია „კონფლიქტები საქართველოში“ სავსებით მისაღებია და ის მას ემხრობა. როგორც ვიგენინმა აღნიშნა, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ხალხისთვის გადაადგილება უნდა გამარტივდეს. „რუსეთისთვის შეიძლება რაღაც ელემენტები ზედმეტად მკაცრი იყოს, მაგრამ ფაქტია რომ ელემენტები, რომლებიც რეზოლუციაშია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის სასიხარულო იყო ამ რეზოლუციის მოსმენა. ბორდერიზაციის გამო ადამიანების ცხოვრება ნადგურდება. მინდა, რომ აქ მყოფ დელეგატებს ისტორია ვუამბო, რომელიც ჩემი ბოლო ვიზიტისას საქართველოში გავიგე. სოფელ ხურვალეთში მცხოვრები კაცი მძიმედ დაიჭრა, მისი ცოლი კი მძიმედ ავადაა და წამლებს ვერ იღებს. ჩემი აზრით გლობალური პოლიტიკა მნიშვნელოვანია და ადამიანების სიცოცხლე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. არსებობს საკითხები, რომელთა გადაწყვეტა იოლად შეგვიძლია. ჩვენ ამ ხალხს უნდა გავუადვილოთ ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთის შესაძლებლობა, რათა მათ ნორმალური ცხოვრება ჰქონდეთ და თავიანთი ნათესავები თავისუფლად ინახულონ“,-განცხადა ბულგარეთის დელეგაციის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეამ დავით უსუფაშვილის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს „კონფლიქტები საქართველოში“ მხარი დაუჭირა. რეზოლუციის წინააღმდეგი მხოლოდ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლები იყვნენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)