|
2016-07-04 09:34:47, 740 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტი დღეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე იმსჯელებს
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) წევრები საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს დღეს განიხილავენ. ამის შესახებ კომიტეტის დღის წესრიგში აღნიშნული, რომელიც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სხდომა 27 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა „ბრექსითის“ შედეგების განხილვის მიზნით დანიშნული საგანგებო შეხვედრის გამო, დღეისთვის გადაიდო. შეგახსენებთ, 20 ივნისს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელმა, "ევროპის სახალხო პარტიის" წევრმა მარია გაბრიელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტი წარადგინა. მარია გაბრიელმა სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების კომიტეტს რეკომენდაციით მიმართა, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭიროს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)