|
2016-07-03 18:59:08, 648 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „თქვენო აღმატებულებავ,ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მიიღეთ გულწრფელი და გულითადი მილოცვა ბელარუსის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.დამოუკიდებლობის მთელი ამ წლების მანძილზე, პირადად თქვენი ძალისხმევით, ბელარუსის რესპუბლიკამ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია სახელმწიფოებრიობის განვითარების ყველა სფეროში.მჯერა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებული ურთიერთგაგებისა და მეგობრობის კავშირები მომავალში კიდევ უფრო გამყარდება და საგრძნობ სარგებლობას მოუტანს ჩვენი ქვეყნის ხალხებს. პატივცემულო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს, გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას, ბელარუსის მეგობრულ ხალხს კი შემდგომ წინსვლასა და კეთილდღეობას“,-აღნიშნულია პრეზიდენტის მისალოც წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)