|
2016-07-03 17:38:52, 584 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: სააკაშვილმა პასუხები უნდა გასცეს კითხვებს რატომ აფინანსებდა და რატომ თანამშრომლობდა ტერორისტებთან
„ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო დეტალები გამოიკვეთა, ეს ცნობილი ტერორისტი თურმე სააკაშვილის აგენტი ყოფილა რომელსაც აფინანსებდა სააკაშვილი და პასპორტს პასპორტზე უცვლიდა",-ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. თუ რატომ მოხდა ჩატაევის გაშვება მინისტრმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა ერთადერთი ბრალი წაყენებული და სხვა მტკიცებულება მთავრობას არ დახვედრია. "როდესაც ამაზე არის ლაპარაკი, ცხადია, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არსებობს შესაბამის ორგანოებში. ამაზეც სავარაუდოდ გამოძიება დაიწყება და ძალიან საინტერესო იქნება ამაზე მიხეილ სააკაშვილის პასუხები, როდესაც ის ჩამოვა საქართველოში და შებრძანდება მისთვის გამოყოფილ გარემონტებულ ოთახში, ნომერ მეცხრე დაწესებულებაში. პასუხები უნდა გასცეს კითხვებს: რატომ აფინანსებდა და რატომ თანამშრომლობდა ტერორისტებთან. ეს არის ძალიან საინტერესო კითხვები. რაც შეეხება, რატომ მოხდა მისი გაშვება, მას ჰქონდა ერთადერთი ბრალი წაყენებული და სხვა მტკიცებულება ჩვენ არ დაგვხვედრია. ეს იყო იარაღის უკანონო ტარება. სააკაშვილის დროს, ვანო მერაბიშვილის მიერ დამუშავებულმა მოწმეებმა მისცეს ჩვენება თითქოს მას ჰქონდა იარაღი, შემდეგ გადათქვეს ეს ჩვენება და თქვეს იარაღი არ ჰქონია, შესაბმისად მისი დაკავება თუნდაც ერთი წუთით იქნებოდა უკანონო და სავარაუდოდ გამოძიებას სხვა შანსი გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი გათავისუფლებულიყო არ ჰქონდა. მაგრამ ყველაზე საინტერესო აქ არის, რატომ თანამშრომლობდა და აფინანსებდა ტერორისტებს მიხეილ სააკაშვილი.“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)