|
2016-07-02 21:45:07, 798 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი ჩატაევის გათავისუფლებაზე: აღმოვჩნდით დიდ საერთაშორისო შარში და სკანდალში
"აღმოვჩნდით დიდ საერთაშორისო შარში და სკანდალში" - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას "კურიერის" პირდაპირ ეთერში. „ჩატაევი გაუშვეს იმიტომ, რომ ეთქვა, თითქოს ლაფანყური იყო რაღაც სახით პოლიტიკური ოპერაცია, რომელიც ჩვენ დავდგით. ახლა კი აღმოვჩნდით დიდ საერთაშორისო შარში და სკანდალში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველო ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ პოზიციაზე დაწვრილებით საუბრობს და ახმედ ჩატაევის გათავისუფლების დეტალებს ყვება. „ეს არ იყო ერთადერთი პირის გათავისუფლება, ვისაც მე არასწორად მივიჩნევდი. იქ იყვნენ სხვა პირებიც. იყვნენ ისეთებიც, ვინც შეიყვანეს პოლიტპატიმრების სიაში, მათ შორის იყვნენ ნარკოტიკების დიდი რაოდენობით გამსაღებლები და იყვნენ მკვლელებიც. ვფიქრობდი, რომ ეს შეუქმნიდა წინააღმდეგობას საზოგადოების უსაფრთხოებას და ასევე არის მეორე კატეგორია ხალხის, რომელიც უქმნიდა წინააღმდეგობას ქვეყნის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს სახელმწიფოებრიობას. ეს ის ხალხია, ვინც რუსეთის ჯაშუშობისთვის დაკავებული და ეს იყო ასევე ახმედ ჩატაევი. ეს ჩემი განცხადებები იყო საჯარო,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)