10:02 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 20:59:11, 970 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო 2016 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2016 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში უწყება აღნიშნავს, სახელმწიფო ბიუჯეტმა 2016 წლის 6 თვეში ისესხა 229,5 მლნ ლარით ნაკლები ვალი გეგმასთან მიმართებაში, ანუ, სახელმწიფო ბიუჯეტმა ისესხა იმდენი, რამდენიც იანვარ-ივნისში იყო საჭირო სახელმწიფო ბიუჯეტის მიზნებისთვის.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2016 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულებასთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი:

სამინისტროს საბიუჯეტო პოლიტიკა არის გამჭვირვალე და ღია. ყველა ინფორმაცია, რომელიც ოპონენტებს გააჩნიათ სახელმწიფო ბიუჯეტზე, არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, ამდენად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ყველა ინფორმაცია აბსოლუტურ შესაბამისობაშია ერთმანეთთან და სრულად ასახავს არსებულ რეალობას.

სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შემოსავლები გადაჭარბებულია გეგმასთან მიმართებაში, ხოლო ის, რასაც ოპონენტები შემოსავლებს უწოდებენ და ამით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, არის ვალის აღების მაჩვენებელი (ვალდებულებების ზრდა). სახელმწიფო ბიუჯეტმა 2016 წლის 6 თვეში ისესხა 229,5 მლნ ლარით ნაკლები ვალი გეგმასთან მიმართებაში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფო ბიუჯეტმა ისესხა იმდენი, რამდენიც იანვარ-ივნისში იყო საჭირო სახელმწიფო ბიუჯეტის მიზნებისთვის. ამას მოწმობს ბიუჯეტის ნაშთის მაჩვენებელიც, რომელიც 6 თვის ბოლოსთვის გეგმით განსაზღვრული იყო 334,5 მლნ ლარით, ხოლო ფაქტიურმა მაჩვენებელმა შეადგინა 371,3 მლნ ლარი.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს - 6 თვის გეგმის მიმართ შესრულებამ შეადგინა 95%, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ფინანსთა სამინისტრო არ ცვლის საკუთარ პოლიტიკას და მთელი წლის განმავლობაში უცვლელად ტოვებს 1 იანვარს გამოქვეყნებულ კვარტალურ გეგმებს, რათა საზოგადოებისთვის და მათ შორის, ოპონენტებისთვის, ხელმისაწვდომი იყოს რეალური და დაუმახინჯებელი ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კვარტალური ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლების დამახინჯების პრაქტიკას აქტიურად მიმართავდა წინა ხელისუფლება, როდესაც კვარტლის ბოლო დღეს ხდებოდა გეგმების მორგება საკასო მონაცემებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics