|
2016-07-02 17:29:53, 748 ნახვა
საზოგადოება
აბიტურიენტი მსჯავრდებულები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაასაჩუქრა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N 11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების მსჯავრდებულები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა და დაასაჩუქრა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, აბიტურიენტ მსჯავრდებულებს ილია მეორემ საჩუქრად წიგნები და პირადი მოხმარების ნივთები გაუგზავნა. როგორც არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა აღნიშნეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ზრუნვა და თანადგომა გამარჯვების რწმენას აძლევთ. N 11 სარეაბილიტაციო დაწესებულების არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოამზადეს, რომლებიც აბიტურიენტ მსჯავრდებულებს ინდივიდუალურად ამეცადინებდნენ. სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მოხდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულებს, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, სამომავლოდ დისტანიცურად სწავლის შესაძლებლობა მიეცემათ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)