|
2016-07-02 15:16:00, 570 ნახვა
პოლიტიკა
გიგი წერეთელი: ჩვენ და უკრაინელებმა რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კიდევ ერთხელ შევახსენეთ
ეუთო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იძულებით გადაადგილებული პირების უფლებებსა და ზოგად ვითარებაზე იყო საუბარი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა სესიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც წერეთელმა აღნიშნა, კომიტეტზე ქართულმა და უკრაინულმა მხარემ რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენეს. "საუბარი იძულებით გადაადგილებული პირების უფლებებსა და იმ ვითარებას ეხებოდა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიებზეა. რა თქმა უნდა დღეს მთავარი პრობლემა მიგრაცია და მიგრანტთა პრობლემებია ევროპაში. ჩვენ და უკრაინელებმაც შევახსენეთ, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც ადამიანებს წართმეული აქვთ, ნორმალური ცხოვრების უფლება და სიცოცხლის უფლებაც კი. ამ კონტექსტში, მე გავიხსენე ჩვენი თანამემამულის გიგი ოთხოზორიას მკვლელობის ამბავი. მოწოდება ის არის, რომ ეუთოს წევრი ყველა ქვეყანა მეტად იყოს ჩართული, იმისათვის რომ ერთობლივი ძალებით დავიცვათ ამ ადამიანების უფლებები", - განაცხადა წერეთელმა. ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსული დელეგაცია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის ყველა პუნქტს შეეწინააღმდეგება. რუსული დელეგაციის თავმჯდომარის ნიკოლაი კოვალიოვის თქმით, რუსეთი არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებს ოკუპაციად, იმას რაც ხდება. შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დელეგაციის წევრებიც ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)