|
2016-07-02 14:34:34, 699 ნახვა
პოლიტიკა
კოვალიოვი: რუსეთის დელეგაცია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის ყველა პუნქტს შეეწინააღმდეგება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსული დელეგაცია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის ყველა პუნქტს შეეწინააღმდეგება, - ამის შესახებ დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კოვალიოვმა სესიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. თავმჯდომარის თქმით, რუსეთი არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებს ოკუპაციად იმას, რაც ხდება. „რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში რუსეთი არ აღიარებს ოკუპაციად იმას, რაც ხდება. გუშინ და დღესაც გაისმის სიტყვები „ოკუპირებული ტერიტორია“, მაგრამ ყველაფერი, რაც რუსეთმა გააკეთა, იყო ნაკარნახევი მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის სურვილით. მოდით გავიხსენოთ სიტუაცია სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. თუ არ ვცდები, გამყოფ ხაზზე მყოფი 17 მშვიდობისმყოფელი მოკლეს. ისინი უბრალოდ გაანადგურეს. თქვენ მშვიდობისმყოფელები გამყოფი ხაზის უზრუნველყოფისთვის მიიწვიეთ, შემდეგ კი მოკალით და მათი შვილები ობლად დატოვეთ. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში რუსეთი თავისი ქვეყნის მოქალაქეების დასაცავად დადგა“, - განაცხადა კოვალიოვმა. ცნობისთვის, თბილისში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დელეგაციის წევრებიც ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)