|
2016-07-02 12:34:03, 770 ნახვა
პოლიტიკა
გიგი წერეთელი: რუსეთის მიმართ ტონი უნდა გამკაცრდეს
„რუსეთის მიმართ ტონი უნდა გამკაცრდეს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოსთვის ცნობილია, რომ რუსი დეპუტატების მიმართ სანქციების გაუქმებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. „ვთვლი, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს გარკვეული ვალდებულებები, თუმცა ამას არ აკეთებს. მათ მიმართ ტონი უნდა გამკაცრდეს. ეს ეფუძნება ეუთოს პლატფორმას. მიმაჩნია, რომ უნდა იყოს დიალოგი და კონსტრუქციული მუშაობა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხთან დაკავშირებით. არიან ადამიანები, ვინც სერიოზული დანაშაული ჩაიდინა, ასეთი ხალხი რუსეთის დელეგაციას ჰყავს. მათზე თუ ვრცელდება მნიშვნელოვანი ევროპული თუ ამერიკული სანქციები, რა თქმა უნდა ეს ადამიანები თავს კომფორტულად არ უნდა გრძნობდნენ, თუნდაც ასეთ პოლიტიკურ ფორუმზე, როგორიც ეუთოა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა. მისივე განმარტებით, ყველა რეზოლუციას აქვს რეკომენდაციის სახე, თუმცა ეს შემდგომ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველია. ცნობისთვის, თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, ყოველწლიური სესიის მეორე დღე მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)