|
2016-07-01 19:39:49, 727 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ასოცირების შეთანხმების სრულ ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების სრულ ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს დღე განსაკუთრებით სიმბოლურია საქართველოსთვის. „დღევანდელი დღე განსაკუთრებით სიმბოლურია საქართველოსთვის, რადგან დღეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება სრულად შედის ძალაში. ეს ნაბიჯი უბრალო ფორმალობაზე გაცილებით მეტია: ესაა შედეგი და ჯილდო, რომელიც წლების მანძილზე განხორციელებულმა ამბიციურმა რეფორმებმა მოგვიტანა. აღნიშნული რეფორმები შეეხო სასამართლო და საარჩევნო სფეროებს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ცხოვრების პირობები. ეს შეთანხმება ამყარებს საქართველოს ურთიერთობას თავის პარტნიორთან, რომელიც წლების მანძილზე ჩვენი მისაბაძი მაგალითი და საბოლოო დანიშნულების წერტილი იყო. რაც მნიშვნელოვანია, მიუთითებს ევროკავშირისა და საქართველოს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებას. ეს ეტაპი მოიცავს სფეროთა ისეთ ფართო სპექტრს, როგორიცაა გარემოს დაცვა, ტრანსპორტი, განათლება და ენერგია"- აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)