|
2016-07-01 19:29:58, 657 ნახვა
საზოგადოება
ფრანკ -ვალტერ შტაინმაიერმა ქართველ კოლეგასთან ერთად თბილისში გაისეირნა
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს მეტეხის ეკლესია და აბანოთუბანი დაათვალიერებინა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ძველი თბილისის უბნებში ფეხით გაისეირნეს. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგასთან საუბრისას ხაზი გაუსვა თბილისის ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას და მის მახასიათებლებს, ესაუბრა ტურიზმის სფეროში თბილისის განსაკუთრებულ პოტენციალსა და უცხოელი ვიზიტორების მხრიდან არსებულ მზარდ ინტერესზე. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველოს დედაქალაქის განსაკუთრებული მომხიბვლელობა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს 2016 წლის 30 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით სამუშაო ვიზიტით სტუმრობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)