|
2016-07-01 18:57:50, 705 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი ენმ-ს სთავაზობს ყრილობა დიდგორის ველზე ჩაატარონ
მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სთავაზობს, რომ ყრილობა დიდგორის ველზე ჩაატარონ. "თავისუფალი ზონის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში ოდესის გუბერნატორი აცხადებს, რომ ივანიშვილს არჩევნები წაგებული აქვს და "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვება გარდაუვალია. ჩვენ შევიცვალეთ უკეთესობისაკენ. შემდეგში, როცა ვინმე გეტყვით 9 წელზე, სახეში გაუცინეთ იმიტომ, რომ მე ძალიან ვამაყობ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული, სამწუახროდ, არა 9 წლით, არამედ 8 წლით და ცოტა მეტით. ნეტავ ყოფილიყო 9, 10 და 12 წელი, უწყვეტად. ჩემი წინადადებაა, რომ ჩვენი ყრილობა დიდგორის ველზე გავმართოთ და არა ტრადიციულ დარბაზში. იქ ძალიან კარგი გარემო არის იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს დიდგორი. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. საერთოდ მოჭრილი გვაქვს უკან დასახევი გზა. მეორე მხარეს კი არის ძალა, რომელიც ყველა სიბინძურზე წამსვლელია", - აცხადებს სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)