|
2016-07-01 16:22:08, 577 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ წლევანდელი არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს
„საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა წლევანდელი არჩევნები ღია, სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეუთოს ასამბლეის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ოქტომბრის არჩვენებზე დასაკვირვებლად კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ორგანიზაციაა მოწვეული. „როგორც იცით წელს ჩვენ საპარალამენტო არჩევნებს ვატარებთ. საერთაშორისო დამკვირვებელთა აღიარებით 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არცევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა, რითაც დავადასტურეთ ჩვენს წინსვლას დემოკრატიული განვითარების გზაზე. მზად ვართ მივიღოთ დამკვირვებელთა მაქსიმალური რაოდენობა, რათა უზრუნველყოთ საარჩევნო პროცესების სრული გამჭვირვალობა. გულწფელად გეტყვით, ეს არის ჩვენი ხელისუფლების პრესიჟის და ღირსების საქმე, საბოლოოდ კი ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის ტესტია და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ტესტს ღირსეულად ჩავატარებთ“,-აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)