|
2016-07-01 15:46:14, 629 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება იქნება
„უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული იქნება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს ძალაში შევიდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რისი წყალობითაც, თვისებრივად ახალი ეპოქა დგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ამასთან, პრემიერის თქმით, ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის გააზრებული არჩევანია, რადგან ეს არის დემოკრატიის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზა. კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება. „ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის გააზრებული არჩევანია, რადგანაც ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ეს არის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა. მინდა გითხრათ, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ამ ეტაპზე ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. მოლოდინები საქართველოში ძალიან დიდია. უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული ჩვენი - ზოგჯერ მტკივნეული - ევროპული ტრანსფორმაციის გზაზე“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)