|
2016-07-01 14:50:12, 494 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი პედრო აგრამუნტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა პედრო აგრამუნტს სახელმწიფოებრიობის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მიმართულებით შექმნილ მდგომარეობაზე და ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების საკითხს და წინასაარჩევნო გარემოს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია, შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პროცესს, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უწევდეს მონიტორინგს. შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)