|
2016-07-01 13:44:15, 560 ნახვა
პოლიტიკა
იანოშ ჰერმანი: აღფრთოვანებული ვართ იმ მიღწევებით, რომელიც საქართველომ განახორციელა
„ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი ახორციელებს“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანიმა ასოცირების სრულად ძალაში შესვლასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჰერმანის თქმით, ასოცირების შეთანხმება უზრუნველყოფს ურთიერთობებს სამი მიმართულებით: რეფორმებეი, ღირებულებები და საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთესი მომავალი. „ასეთ ღონისძიებაზე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ქართულად ისაუბროს, ბოდიშს გიხდით, რომ არ შემიძლია ქართულად საუბარი, მაგრამ ვცდილობთ და ვსწავლობთ. ბევრს გაუკვირდა, რომ ასოცირების შეთანხმება დღეს შევიდა ძალაში. გასულ წელს ძალიან ბევრი გავაკეთეთ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.აღფრთოვანებული ვართ და ვაფასებთ იმ მიღწევებს, რაც საქართველომ განახორციელა რეფორმების თვალსაზრისით. ასოცირების შეთანხმება არის ჩვენი ურთიერთობების ქვაკუთხედი. ასოცირების შეთანხმება ეს არის პროცესი, რომელიც დაფუძნებულია ქართველი ხალხის სურვილზე. ასოცირების შედეგები ზოგი სახეზეა, ზოგი მალე იქნება. ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო და ქართველი ერი ახორციელებს“,-განაცხადა ჰერმანმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)