|
2016-07-01 13:42:32, 598 ნახვა
პოლიტიკა
ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოს ასოცირების შეთანხმების ამოქმედებას ულოცავს
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოსა და მოლდოვას ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედებას ულოცავს. ლინკევიჩუსმა ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური ვიდეომიმართვაც გაავრცელა. " საქართველო და მოლდოვა არის ევროპა. ასოცირების შეთანხმება ხსნის საქართველოს მოსახლეობისთვის ევროპულ ბაზარს, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას", - აცხადებს ვიდეომიმართვაში ლინკევიჩუსი. ვიდეომიმართვის ბოლოს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მოსახლეობას ქართულად მიმართავს და ამბობს, რომ საქართველო არის ევროპა. საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება დღეიდან სრულად ამოქმედდა. ასოცირების შეთანხმების უდიდესი ნაწილი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, ძალაში 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევიდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)