|
2016-07-01 12:53:08, 698 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი: რუსეთი წერეთლის კანდიდატურას მხარს უჭერს იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაიცვას
საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს იმიტომ უჭერს, რომ ისინი საქართველოში იმყოფებიან და ცდილობენ „კეთილი ბიძიების“ როლი მოირგონ. როგორც "ექსპრესნიუსთან" საუბრისას დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რუსებს ამ ქმედებით "ქართული ოცნების“ წარმოამდგენლების დაცვაც უნდათ, რომ ისინი რუსეთზე არ იყვნენ მიწეპებულნი. "მე მგონი, ეს ერთგვარი მიტმასნებაა ანუ ხვდებიან, რომ გიგის აქვს გამარჯვების დიდი შანსი, თან იმყოფებიან საქართველოში და უნდათ, რაღაცნაირად, კეთილი ბიძიების იმიჯი მოირგონ. პლიუს, მეორეს მხრივ, ზოგიერთი ქართული ოცნების წამომადგენლის დაცვას ცდილობენ, რომ ისინი არ იქნან მიწეპებულნი რუსეთზე", - აცხადებს დარჩიაშვილი. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა კომენტარი "ქართული ოცნების" შიდა კვლევაზეც გააკეთა. "ოცნების წევრები საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევას ეძახიან ნაციონალების კვლევას და როგორ შეიძლება შიდა კვლევა იყოს ობიექტური?!"
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)