|
2016-07-01 12:15:07, 639 ნახვა
საზოგადოება
3 ივლისს თამარაშვილის ქუჩა გადაიკეტება
3 ივლისს, 07:00-დან 14:00-მდე, უნივერსიტეტის ქუჩის კუთხიდან „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურამდე თამარაშვილის ქუჩა დაიკეტება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტორბოლა გაიმართება. შესაბამისად, შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი. კერძოდ, ვაკიდან მეტრო „დელისისკენ“ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები თამარაშვილის ქუჩიდან გადაუხვევს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, მობრუნდება ხიდზე, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გავლით გავა ვაჟა ფშაველას გამზირზე და გააგრძელებს გზას დადგენილი მარშრუტით. მეტრო „დელისიდან“ ვაკის მიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თამარაშვილის ქუჩიდან ჩავა ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილზე, შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და გურამ ავალიშვილის ქუჩების გავლით მოხვდება ჭავჭავაძის გამზირზე და მობრუნდება ვაკის პარკთან. განსხვავებული მარშრუტი ექნება N140 ავტობუსს - ქავთარაძის ქუჩიდან, ყაზბეგის გამზირის, პეკინისა და კოსტავას ქუჩების გავლით, გადაადგილდება ვარაზისხევისკენ, მელიქიშვილის გამზირიდან კი გზას ჩვეული მარშრუტით განაგრძობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)