|
2016-07-01 11:36:55, 826 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება სრულად ამოქმედდა
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება სრულად ამოქმედდა. შეთანხმება მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტს. 2016 წლის 1-ელ ივლისს ამოქმედებული მუხლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული მულხები, რომელშიც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპის მიმართ. ასევე, სრულად ამოქმედდება მუხლები, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან, თანამშრომლობა მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება, საჯარო ფინანსების მართვა და ფინანსური კონტროლი, ტრანსპორტი, გარემოს დაცვამ კორპორაციული სამართალი, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი და კორპორაციული მმართველობა, განათლება და ჯანდაცვა. ძალაში ასევე შევიდა შეთანხმების დარჩენილი დანართი, რომლებიც ეხება განათლების და ახალგაზრდობის, ასევე აუდიოვიზუალური და მედიის სფეროებში თანამშრომლობას. ცნობისთვის, ასოცირების შეთანხმების დიდი ნაწილი, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტი 2014 წლი 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)