|
2016-07-01 11:34:38, 684 ნახვა
პოლიტიკა
ჯონ ქერი საქართველოს 6 ივლისს ეწვევა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი საქართველოს 6 ივლისს ეწვევა. აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ დაადასტურა. “სახელმწიფო მდივანი თბილისში 6 ივლისს გაემზგავრება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება ორმხრივი ურთიერთობების საკითხების განსახილველად, მათ შორის საქართველოს ევროტალანტიკური მისწრაფებებისადმი აშშ-ის მხარდაჭერასა და ოქტომბერში დაგეგმილ წარმატებულ არჩევნებს. ამის შემდეგ ის იქნება თანათავმჯდომარე აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შეხვედრაზე და გამართავს შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან”, - განაცხადა ჯონ კირბიმ. ჯონ კერი საქართველოში ვიზიტის შემდეგ უკრაინაში გაემგზავრება. კიევში ის უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)