|
2016-07-01 11:15:47, 540 ნახვა
პოლიტიკა
კახა კახიშვილმა სომხეთის პრემიერს პატიმართა მიმართ სახელმწიფოს ზრუნვის სტრატეგია გააცნო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის მრავალწლიანი ურთიერთობები და ორი ქვეყნის თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო სამეზობლო პოლიტიკის საკითხებსა და როგორც საქართველოში, ასევე, სომხეთში ბოლო წლებში განხორციელებულ ცვლილებებს, როგორც მმართველობის სფეროში, ასევე, კონკრეტული დარგების მიხედვით. კახა კახიშვილმა ჰოვიკ აბრაჰამიანს საქართველოში სასჯელაღსრულების პოლიტიკა, განხორციელებული რეფორმები და პატიმართა მიმართ სახელმწიფოს ზრუნვის სტრატეგია გააცნო. მინისტრის თქმით, საქართველოში ახალი ხელისუფლების პირობებეში, ამ კუთხით მიდგომა მთლიანად შეიცვალა და სახელმწიფოს პრიორიტეტი სასჯელის აღსრულების პროცესში, არა მსჯავრდებულთა მიმართ სადამსჯელო პოლიტიკა, არამედ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია გახდა, რაც განმეორებითი დანაშაულის პრევენციას და მსჯავრდებულის საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად დაბრუნებას უწყობს ხელს. მან სომხეთის პრემიერთან პენიტენციისა და პრობაციის სფეროების მიმართულებით, საჭიროების შემთხვევაში, ქართული გამოცდილების გაზიარების კუთხით მზადყოფნა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. გარდა ამისა, კახა კახიშვილი სომხეთის იუსტიციის მინისტრს არპინე ოვანისიანს და იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელს არტურ ოსიკიანსაც შეხვდა. მინისტრმა მათ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სომხეთის მხარე პრობაციის სისტემის, ასევე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სტრუქტურითა და მუშაობით დაინტერესდა, ვინაიდან სომხეთში პენიტენციური ჯანდაცვის პერსონალი უშუალოდ პენიტენციურ დეპარტამენტს ექვემდებარება, ამავე დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია პრობაციის სფეროც. გარდა ამისა, მათ გამოცდილების გაზიარების სურვილი დააფიქსირეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით. საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში არსებული ვითარების ადგილზე შესწავლის და გაცნობის მიზნით, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა სომხეთის იუსტიციის მინისტრი და პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოში მოიწვია.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)