|
2016-07-01 11:07:03, 554 ნახვა
პოლიტიკა
ბენედეტო დელა ვედოვა: იტალია სრულად უჭერს მხარს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. როგოგრც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თინა ხიდაშელს ფარნეზინას სასახლეში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უმასპინძლა. ბენედეტო დელა ვედოვასთან შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და მოახლოებული ნატოს ვარშავის სამიტი იყო. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) მხარდაჭერის საკითხიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხსა (Brexit) და მის შესაძლო შედეგებზე. იტალიის მხარემ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს და შეეცდება ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაჩქარებაში გარკვეული წვლილი შეიტანოს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობით და რუსეთის ქმედებებითაც დაინტერესდა. “ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები და ხედვა გავუზიარეთ. იტალია სრულად უჭერს მხარს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. პოლიტიკური თუ უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე საქართველო რეგიონში მთავარი პარტნიორია და ვფიქრობ, არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები კიდევ უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა ბენედეტო დელა ვედოვამ. შეხვედრის შედეგებით კმაყოფილი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრიც: „ვისაუბრეთ ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანაა, ვარშავის სამიტზე. გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად განგვეხილა ყოველი სიტყვა, რომელსაც საქართველო ელოდება დეკლარაციისგან. იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში იტალიას ჰქონდა კითხვები ვიზალიბერალიზაციის პროცესში. ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ერთად ვახერხებთ, დავარწმუნოთ პარტნიორი ქვეყანა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. ისინი მზად არიან, პირველივე შესაძლო შემთხვევაში, როგორც კი ბრიტანული ეპოპეის გამო გადადებული პროცესი აღდგება, მხარი დაუჭირონ სრულად ჩვენი ქვეყნისთვის ვიზების ლიბერალიზაციას. თავად აცხადებენ, რომ გაცნობიერებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ეს მოხდეს არჩევნებამდე“. დღესვე თავდაცვის მინისტრი იტალიელ კოლეგას რობერტა პინოტის და იტალიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს როზა ვილეკო კალიპარის შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი იტალიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტსა და ნატოს თავდაცვის კოლეჯსაც ესტუმრება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)