|
2016-06-30 21:48:51, 562 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს, გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებები ეკონომიკური თანამშრომლობის და ტურიზმის მიმართულებით. ასევე მხარეებმა ევროპული და ევროატლანტიკური დღისწესრიგის შესახებ იმსჯელეს. როგორც პრეზიდენტის საგარეო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, გერმანია იყო და რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად. შეხვედრისას ასევე განხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. მხარეებმა ევროკავშირში მიმდინარე პროცესებზეც იმსჯელეს. თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ძალიან დიდი ინტერესი გამოიკვეთა საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებთან, დემოკრატიულ რეფორმებთან და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით. „საქართველოს ჰქონდა და მომავალშიც ექნება გერმანიის ძალიან მტკიცე მხარდაჭერა", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)