|
2016-06-30 19:21:26, 714 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა თურქ ხალხს მიუსამძიმრა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა თურქეთის იუსტიციის მინისტრს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. მინისტრმა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარება გამოთქვა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა წერილში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო და აღნიშნა, რომ ტერორიზმი მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა, რომლის წინააღმდეგაც ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს. ,,ვუსამძიმრებ დაღუპულთა ახლობლებსა და ოჯახებს, თურქ ხალხსა და მთავრობას. ეს არის გამოწვევა ყველა სახელმწიფოსთვის. საჭიროა ძალების მიმართვა პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანური მსხვერპლი და ტერორიზმის დამანგრეველი შედეგები“ - ნათქვამია წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)