01:07 - 22 Sep, 2026
|
2016-06-30 18:18:55, 696 ნახვა
საზოგადოება
დავით ებრალიძემ თურქ ხალხს მიუსამძიმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თურქ ხალხს და თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას 28 ივნისს, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად ათეულობით ადამიანის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. დავით ებრალიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მომხდარი ფაქტის გამო მწუხარება გამოხატა და ტერორიზმის წინააღმდეგ ქვეყნების გაერთიანების აუცილებლობაზე ისაუბრა. დავით ებრალიძის განცხადებით, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტი მშვიდობიანი მსოფლიოს წინააღმდეგ იყო მიმართული.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)