|
2016-06-30 17:32:58, 615 ნახვა
საზოგადოება
პირველმა ლედიმ ბერლინში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სპეციალიზირებული ცენტრი LebensOrte მოინახულა
პირველმა ლედიმ, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სპეციალიზირებული ცენტრი LebensOrte მოინახულა. 20 წელზე მეტია ცენტრი ბერლინისა და ბრანდენბურგის ფედერალურ მიწებზე ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საცხოვრებლებზე ზრუნავს და მათი ძალისხმევით, 1990 წლის შემდეგ მსგავსი სახის 100-მდე ზედამხედველობითი საცხოვრებელი შეიქმნა. როგორც პირველმა ლედიმ ცენტრის დათვალიერებისას აღნიშნა, საერთო საცხოვრებლებში დიდი ყურადღება ეთმობა ერთიანი სოციალური გარემოს შექმნას, რომელიც იქ მცხოვრები თითოეული ადამიანის პიროვნულ განვითარებას ემსახურება. მაკა ჩიჩუას განცხადებით, ამ საცხოვრებლებში მცხოვრები ადამიანების დასაქმებისა და ხელშეწყობის მიზნით, მოქმედებს ეგრეთწოდებული „ორმაგი შიდა პრინციპი", რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შესაბამისი საქმიანობის შეთავაზებას გულისხმობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. მათი სხვადასხვა კულტურული თუ თერაპიული განხრით დასაქმება კი ხელს უწყობს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირებას მათი სულიერი და გონებრივი საჭიროებების შესაბამისად. „სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული დაფინანსების საკითხებში. ისინი აფინანსებენ და შემდეგ იმ ადამიანების ხელშია ფინანსები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან ამ ადამიანების საჭიროებები.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)