|
2016-06-30 17:17:11, 580 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: კვლევების მიხედვით რომ ვიცხოვროთ, ახლავე უნდა ჩავწვეთ კუბოში და დავიმარხოთ
"რესპუბლიკური პარტიის" წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მისთვის აბსოლუტურად არაა საინტერესო, თუ რა შანსები აქვს არჩევნებზე "ქართულ ოცნებას". როგორც ბერძენიშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, არც "რუსთავი2"-ის დაკვეთით და არც "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ კვლევებს არ ენდობა: " აბსოლუტურად არ მაინტერესებს, რა შანსები აქვს "ქართულ ოცნებას" არჩევნებზე, ჩვენ ახლა ვსწავლობთ, ჩვენ რა შანსები გვაქვს. არც ერთ კვლევას არ ვენდობი, არც ერთი არ გვინახავს ჩვენ. არც ვიცი საერთოდ ჩატარდა თუ არა, იმაზეც არ მაქვს ინფორმაცია იმიტომ, რომ ეს განგვიცხადა ერთმა და მეორემ ჩავატარეთო, ჩვენ არ გვინახავს და ნდობა არ მაქვს არც ერთის და არც მეორე მხარის. კვლევას ჩვენ თვითონ რომ ჩავატარებთ, იმას მივაქცევთ ყურადღებას.ასეთებს ბევრს იტყვიან კიდევ, იტყვიან 90-ს, 100-ს ავიღებთ.150 აიღონ, არაა პრობლემა. "რესპუბლიკელებს" რა შანსი გვაქვს, მაგაზე ვშრომობთ, მაგ კვლევებში რას ამბობენ ხომ იცით? "რესპუბლიკელებს" არ აქვთ არანაირი შანსი, ხოლო ჩვენ დავამტკიცებთ, რომ გვაქვს. რომ მოხვდებით პარლამენტში მოგიყვებით როგორ მოვხდით, როგორ ვიბრძოლეთ და ა.შ. კვლევების მიხედვით რომ ვიცხოვროთ, ახლავე უნდა ჩავწვეთ კუბოში და დავიმარხოთ",-განუცხადა ლევან ბერძენიშვილმა "ექსპრესნიუსს". შეგახსენებთ, სოციოლოგ ზურაბ ბიგვავას განცხადებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შიდა კვლევებით, პარტიის რეიტინგი 35%-ია, „ნაციონალური მოძრაობის“ კი, 13%-მდე. „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის GFK-ს სოციოლოგიური კვლევის თანახმად კი, ტელეკომპანიის ინფორმაციით, კითხვაზე – თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას გამოკითხულთა 22.4%-მა დაასახელა „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი 21.7%-მა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)