|
2016-06-30 16:50:04, 718 ნახვა
საზოგადოება
ისანში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილება გაიხსნა
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიცირებისთვის ქსელს აფართოებს. ჩურურეთისა და ვაკის რაიონის შემდეგ ახალი განყოფილება ისანში გაიხსნა. ახლად გახსნილი სერვის-ცენტრი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ დაათვალიერეს. კახეთის შესახვევი 4 ნომერში მდებარე ახალი განყოფილება 200მდე ბენეფიაციარს მოემსახურება. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მსგავსი განყოფილებების გახსნა თბილისსა და რეგიონებში კიდევ არის დაგეგმილი, რათა მეტადონით ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში თბილისში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის 10 განყოფილება ფუნქციონირებს, ხოლო რეგიოონებში 9 (თელავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი,ზუგდიდი, ქობულეთი ,ბათუმი და ზესტაფონი). ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ფარგლებში სულ 3000-მდე ბენეფიციარს ემსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)