|
2016-06-30 15:12:39, 677 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სატრანსპორტო კომპანია: ირაკლი ღურჭუმელიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა
თბილისის სატრანსპორტო კომპანია გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი აბესაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ფინანსური დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სატრანსპორტო კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა და მისი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მერიის შიდა აუდიტის შუალედურ დასკვნას. "მოგახსენებთ, რომ დღეს აბესაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, კერძოდ მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნის პროექტი, არის შუალედური დოკუმენტი და არ წარმოადგენს საბოლოო დასკვნას. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მერიის შიდა აუდიტის საქალაქო სამსახურს საპასუხოდ განმარტებითი დოკუმენტაციით უკვე მიმართა, შესაბამისად კომპანია ელოდება შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის საბოლოო დასკვნას. რაც შეხეება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორის ირაკლი ღურჭუმელიას თანამდებობის დატოვების ფაქტს. ვაცხადებთ, რომ ირაკლი ღურჭუმელიამ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე პირადი განცხადების საფუძველზე დაწერა და მისი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მერიის შიდა აუდიტის შუალედურ დასკვნას",-აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)