|
2016-06-30 13:25:36, 647 ნახვა
საზოგადოება
გენერალური შტაბის უფროსმა თურქ ხალხს მიუსამძიმრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საქართველოში თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ თურქ ხალხს 28 ივნისს სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. „ქართველი ხალხი თურქი ხალხის გვერდით დგას და შეიარაღებული ძალებისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ მათ. ეს ამაზრზენი ქმედება არ არის მიმართული მხოლოდ თურქი ხალხის წინააღმდეგ, არც სტამბოლის აეროპორტი იყო შემთხვევით შერჩეული, ეს იყო მიმართული მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს აქტი იქნება გამოსაფხიზლებელი ნიშანი მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)