|
2016-06-30 13:20:39, 522 ნახვა
პოლიტიკა
გიორგაძე: საკუთარ კვლევას ყველაზე მეტად ჩამტარებელი ენდობა
„ყველაზე რეალისტური და შედეგები, რომელიც არ იძლევა არც ინტერპრეტაციის საშუალებას და არც სხვადასხვანაირად გაანალიზების, ან წაკითხვის საშუალებას, არის თავად არჩევნები”,-ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე წინასაარჩევნოდ ჩატარებული სხვადასხვა კვლევის შედეგებს. „ყველაზე რეალისტური და შედეგები, რომელიც არ იძლევა არც ინტერპრეტაციის საშუალებას და არც სხვადასხვანაირად გაანალიზების, ან წაკითხვის საშუალებას, არის თავად არჩევნები. ვფიქრობ, არჩევნების დროს დადგინდება, რა პრიორიტეტებს ანიჭებს ჩვენი საზოგადოება. ყველა დაინტერესებულმა პირმა შეიძლება სხვადასხვანაირად აღიქვას რეიტინგი. ბუნებრივია, რომ საკუთარ კვლევას ყველაზე მეტად ჩამტარებელი ენდობა, მაგრამ მთავრი არის ის, თუ რა პრიორიტეტს მიანიჭებს საზოგადოება თავად არჩევნების დრო, რაც იქნება საბოლოო შედეგი, რომელიც დადგება“, - განაცხადა გიორგაძემ. სოციოლოგ ზურაბ ბიგვავას განცხადებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შიდა კვლევებით, პარტიის რეიტინგი 35%-ია, „ნაციონალური მოძრაობის“ კი, 13%-მდე. „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის GFK-ს სოციოლოგიური კვლევის თანახმად კი, ტელეკომპანიის ინფორმაციით, კითხვაზე – თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას გამოკითხულთა 22.4%-მა დაასახელა „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი 21.7%-მა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)