|
2016-06-30 13:08:56, 613 ნახვა
პოლიტიკა
ნატო: ალიანსი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს გააძლიერებს
ალიანსი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს გააძლიერებს, - ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს ოფიციალურ ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ნატო გააგრძელებს აღმოსავლეთით თავისი პარტნიორების - უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და მდგრადობის განმტკიცებას “ნატო გააგრძელებს აღმოსავლეთით თავისი პარტნიორების - უკრაინის, საქართველოსა და მოლოდვის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და მდგრადობის განმტკიცებას, რათა მათ გარე ზეწოლას გაუძლონ და რეფორმები გააგრძელონ. ნატო გააძლიერებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას დახმარების ყოველისმომცველი პაკეტით. ის გააძლიერებს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს”, - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში. გარდა ამისა, ნატო საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მუშაობას გააგრძელებს. “ნატო გააგრძელებს მჭიდრო მუშაობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და საქართველო, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”, - ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნული განცხადების თანახმადად, ვარშავის სამიტი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)